უეფამ ინიესტას ვერდიქტი გამოუტანა
როგორც ცნობილია, უეფას სადისციპლინარულო კომიტეტი ინიესტას მიერ მიღებული ყვითელი ბარათის საკითხს განიხილავდა, რომელიც ესპანელმა “შახტართან” პირველ მატჩის დროს მიიღო, როდესაც “კამპ ნოუზე” კატალონიელებმა სტუმრები 5:1 გაანადგურეს.
ინიესტას კი ბრალს იმ ყვითელი ბარათის განზრახ მიღებისთვის სდებდნენ. ვინაიდან ანდრესმა მომდევნო მატჩი უკრაინაში გამოტოვა, შემდეგ ეტაპზე ის ყვითელი ბარათების გარეშე შეძლებს ასპარეზობას.
მიუხედავად მრავალი მოსაზრებისა, უეფამ “ბარსას” წამყვანი ფეხბურთელი სასჯელის გარეშე დატოვა. ინიესტა არც მომდევნო საჩემპიონთა ლიგო მატჩს გამოტოვებს “რეალის” წინააღმდეგ და არც რაიმე ფულად ჯარიმას გადაიხდის
“რეალს” სამეფო თასი გაუტყდა
მადრიდის “რეალის” მიერ ბოლოს მოგებული ჯილდოს ბედი საკმაოდ ტრაგიკული აღმოჩნდა. სამეფო თასის მფლობელებმა, სიხარულისგან მისი მთელად შენარჩუნება ვერ მოახერხეს.
მადრიდში სეირნობის დროს გუნდის მცველ სერხიო რამოსს თასი შემთხვევით გზაზე დაუვარდა, შემდეგ კი ავტობუსმა, რომლითაც გუნდი გადაადგილდებოდა, მას გადაუარა.
თასის ნაწილები შეაგროვეს და გამარჯვებულებს დაუბრუნეს, მაგრამ მან გუნდის დიდების დარბაზში საპატიო ადგილი ვერ დაიკავა.
სტოიჩკოვმა მესი და ჩავი დაადანაშაულა
“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა ხრისტო სტოიჩკოვმა გუნდის ლიდერები ლიონელ მესი და ჩავი ესპანეთის თასის ფინალში მადრიდის “რეალთან” მარცხში დამნაშავეებად მიიჩნია.
ტურნირის გადამწყვეტი მატჩი 20 აპრილს ვალენსიაში გაიმართა და დამატებით დროში “რეალის” გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
სტოიჩკოვის თქმით, დამარცხების მთავარი მიზეზი მესის და ჩავის მხრიდან მოედნის ცენტრში ბურთის ხშირად დაკარგვა გახდა. ბულგარეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დასძინა, რომ “ბარსელონამ” საკმაო რაოდენობის საგოლე მომენტები შექმნა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოახერხა.
ესპანეთის თასის ფინალში ერთადერთი გოლი პორტუგალიელმა კრიშტიანო რონალდომ გაიტანა. 27 აპრილს და 3 მაისს “ბარსელონა” და “რეალი” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ორჯერ დაუპირისპირდებიან.
45 წლის ხრისტო სტოიჩკოვმა “ბარსელონაში” საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. მან ესპანეთის ჩემპიონატი ხუთჯერ მოიგო, ქვეყნის თასსა და სუპერთასს დაეუფლა, მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი, თასების მფლობელთა თასი და უეფას სუპერთასი. 1994 წელს სტოიჩკოვი “ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა.
“რეალთან” პუიოლი ითამაშებს!

“ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა ინფორმაცია იმაზე, რომ კარლეს პუიოლი მზადაა დაეხმაროს თავის გუნდს ესპანეთის თასის ფინალურ შეხვედრაში. რომელიც გაიმართება 20 აპრილს , ქალაქ ვალენსიაში, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან “ბარსელონა” და “რეალი”. Read more…
უეფა ინიესტას დისკვალიფიკაციით ემუქრება

კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელობას კი ეგონა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა უკვე ისტორიის საკუთრება იყო, მაგრამ უეფა ამ შეხვედრით, უფრო სწორედ კი, მისი ერთ-ერთი ეპიზოდით დაინტერესდა და შესაძლოა, გუნდის ლიდერი ინიესტა დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. Read more…
ბოიანისთვის სეზონი არ დასრულებულა

კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელს, ბოიან კრკიჩს მიმდინარე სეზონში მოედანზე დაბრუნების შანსი გაუჩნდა.
Read more…

უახლესი კომენტარები